მთავარიმსოფლიოევროპაკოსოვო-სერბეთის საზღვრაზე კვლავ დაძაბულობაა

კოსოვო-სერბეთის საზღვრაზე კვლავ დაძაბულობაა

ბელგრადში ასობით დემონსტრანტი სერბეთის მხარდასაჭერად შეიკრიბა. აქციის მონაწილეები დანებებას არ აპირებენ. ისინი ქუჩებში მასშტაბურ გამოსვლებს გეგმავენ.

სერბეთი კოსოვოს ეთნიკური სერბების ჩაგვრაში ადანაშაულებს. სერბეთის მუქარამ კოსოვოში დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.

ორშაბათს სერბებმა გზები გადაკეტეს. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სამშვიდობო ძალებს, რომელთაც ნატო ხელმძღვანელობს, სთხოვს, 1000 სერბი ჯარისკაცის განთავსების ნება დართონ სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც  სერბების უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება.

ბელგრადში აცხადებენ, რომ ამის საშუალებას იძლევა  გაეროს რეზოლუცია, რომლითაც  1999 წელს ოფიციალურად დასრულდა სისხლიანი დარბევა კოსოვოში მცხოვრები ალბანელი სეპარატისტების წინააღმდეგ.

ჩრდილოეთ კოსოვოში საგზაო ბარიკადები აღმართეს. დემონსტრანტები  კოსოვოში ყოფილი სერბი პოლიციელის დაკავებას აპროტესტებდნენ.

1999 წელს ნატომ სამშვიდობო მისიის ფარგლებში იერიში მიიტანა სერბეთზე, რათა ომი დაესრულებინა და გაეყვანა ჯარი კოსოვოდან, რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.

1999 წლის ივნისიდან ნატო ახორციელებს სამშვიდობო მისიას კოსოვოში. უცვლელი დარჩა მისი პასუხისმგებლობა, უზრუნველეყო უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო კოსოვოში. ამიტომ ნატოს ოპერაცია კოსოვოში ამჟამადაც გრძელდება. ალიანსი გაეროს მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას, რომელშიც ყველა მოქალაქეს, მიუხედავად წარმომავლობისა, მშვიდობიანი თანაცხოვრება შეეძლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend