მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს 13 დეკემბერს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს “რეფორმების გზა და იმ პრიორიტეტების სრულად შესრულება, რომლებიც ევროკომისიის დასკვნაშია განსაზღვრული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად”.

“საბჭოს ახსოვს 2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობა აღიაროს ევროპული პერსპექტივა და მისცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა საკუთარი მზაობა მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც წევრობის განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები იქნება დაკმაყოფილებული”, – წერია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ 2023 წელს რეგულარული გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისია მოწვეული იყო შესაბამისი წევრობის განცხადებების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებებში ჩამოთვლილი პირობების შესრულების შესახებ ანგარიშების წარსადგენად. თუმცა, ამ რეგულარული მოხსენებების მიუხედავად, ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისია განახლებულ მოხსენებას წარადგენს.

“საბჭო აცნობიერებს საქართველოს მიერ მისი რეფორმების პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც აღნიშნული იყო 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 სხდომაზე… საბჭო აქცენტს აკეთებს საქართველოსთან ევროკავშირის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) გაძლიერებული იმპლემენტაციის საფუძველზე”, – წერია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend