წინანდლის პრემია 2022-ის ლაურეატების ვინაობა უკვე ცნობილია – სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოავლინა. მონაწილეები შეფასდნენ – თეატრალურ და მუსიკალურ ხელოვნებაში, მხატვრულ ლიტერატურაში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სახვით ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
წინანდლის პრემიის ისტორია 1998 წლიდან იწყება. ეს პროექტი ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ახალგაზრდა პროფესიონალების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
წინანდლის პრემიის ლაურეატებმა – მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა და მწერალმა ცოტნე ავსაჯანიშვილმა ისაუბრეს „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში