მთავარიევროპაუკრაინა„თავისუფლების ფრთები“ - მოხალისეთა ჯგუფი, ბახმუტის მოსახლეობას საკვებით ამარაგებს

„თავისუფლების ფრთები“ – მოხალისეთა ჯგუფი, ბახმუტის მოსახლეობას საკვებით ამარაგებს

სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტის მახლობლად მოხალისე ლუდმილა უკრაინელ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოქალაქეებს საკვებს თავისი სატვირთო მანქანით ურიგებს. მისი შვილი ომშია. ამიტომ ამბობს, რომ ჯარისკაცების დახმარება ახლა მისთვის უპირველესი მოვალეობაა. ამ რეგიონში ექვს თვეზე მეტია რუსული რაკეტები ცვივა… ადგილობრივებს სულ უფრო მეტად უჭირთ გაძლება.

„მეც ფრონტის ხაზზე უნდა ვიყო, იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც უკრაინის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ არ მეშინია”, – წუხს ლუდმილა ბილა.

ლუდმილა მოხალისეთა ერთ-ერთი ჯგუფის წევრია. ამ ჯგუფს  „თავისუფლების ფრთები“ ჰქვია და რამდენიმე თვის წინ ქალაქ დნიპროში დააფუძნეს.

ლუდმილა ყოველდღე 5 საათის გზას გადის, რომ ბახმუტში ჩავიდეს. იქ, სადაც წყალი და ელექტროენერგია დიდი ხანია აღარ არის, მოსახლეობის ნაწილი იძულებით წასულია.

ლუდმილა და მისი გუნდი ბახმუტში რამდენიმე ათასი უკრაინელის დასახმარებლად ჩამოდიან. იმ მშვიდობიანი მოქალაქეების, რომლებსაც ქალაქის დატოვება ავადმყოფობის ან ასაკის გამო არ შეეძლოთ.

ზოგს კი უბრალოდ მშობლიური ქალაქიდან წასვლა არ სურდა. ადგილობრივებთან ერთად მოხალისეებს მარაგი სარდაფებში სწრაფად გადააქვთ. აქ ყველაზე მეტად გამათბობლებს ელოდებიან, რათა გაყინული სახლები გაათბონ.

„აქ თბილი საბნების გარეშე ძალიან რთულია. შეუძლებელი. რთული მდგომარეობაა. ვიყინებით. შიგნით მხოლოდ 3-5 გრადუსია. ღუმელს ველოდებით. გვითხრეს, რომ ჩვენი სახელები სიაში ჩაგვეწერა. ველოდებით ყველაფერი როდის დასრულდება“, – ამბობს ადგილობრივი ოქსანა.

ქალაქში მუდამ ისმის ჭურვების აფეთქებების ხმა. ქუჩაში ყველა ფრთხილად გადაადგილდება. აქ კარგად იციან, რომ რუსული ბომბები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოცვივდეს.

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ერთი თვის წინ ქალაქი ხერსონი დაიბრუნეს, ბახმუტის ირგვლივ საბრძოლო მოქმედებები ინტენსიური გახდა.

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ბახმუტზე  კონტროლს აიღებს, უკრაინას სამხედრო მომარაგების გზები ნაწილობრივ შეეზღუდება. რუსეთს კი კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ მარშრუტს გაუხსნის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend