საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 30 წლისაა. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს, 12 დეკემბერს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე – გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოში, მათი გადაწყვეტის მექანიზმები – მშვიდობა და მდგრადი განვითარება.
ღინისძიებას 40-მდე საერთაშორისო სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს შორის ასევე იყვნენ საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგებლები. პროფკავშირების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან.