რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში 200-მდე სამხედრო დაიღუპა, ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა ტელეგრამზე დაწერა.
ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება უკრაინის გენშტაბს არ გაუკეთებია, თუმცა რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ოლქის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ დარტყმა „მოსასვენებელ ბაზაზე” მოხდა. მისი თქმით, დაიღუპა ორი და დაშავდა ათობით ადამიანი.
ასევე რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ცნობა, რომ ლუჰანსკის ოლქში ქალაქ კადიევკაში აფეთქება მოხდა დაქირავებულ მებრძოლთა დაჯუფება “ვაგნერის” შტაბში, რაც მოგვიანებით დაადასტურა ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელმა სერგეი ჰაიდაიმ უკრაინულ ტელეარხთან საუბარში.
მისი თქმით, მსხვერპლი დიდია და ბაზა მთლიანად განადგურებული.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უკრაინის გენშტაბს არც ეს ინფორმაცია დაუდასტურებია და რუსული მხარეც დამატებით ცნობებს არ ავრცელებს.