მთავარიმსოფლიოევროპაკოსოვო ბელგრადს ვითარების მიზანმიმართულად დაძაბვაში სდებს ბრალს

კოსოვო ბელგრადს ვითარების მიზანმიმართულად დაძაბვაში სდებს ბრალს

ჩრდილოეთ კოსოვოში მყოფი სამართალდამცველთა რიცხვის მატებასთან ერთად, ადგილზე ვითარება მცირედით განმუხტულია. რამდენიმე დღეა, რაც ჩრდილოეთ კოსოვოში გზები გადაკეტილია და ისმის სროლის ხმაც.

სერბეთის პრეზიდენტი ნატოს ჩრდილოეთ კოსოვოში 1000 სერბი პოლიციელის შეყვანის ნებართვას სთხოვს.

ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბები აცხადებენ, რომ მათ ავიწროებენ.

“ბევრი თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს. ვიდრე პოლიცია გამოჩნდებოდა გვეშინოდა, რომ თავს დაგვესხმებოდნენ, მაგრამ ახლა სიმშვიდეა, ღამით უკეთ გვძინავს“, –  ამბობს ადგილობრივი არიან კადრიუ.

რეგიონში სერბი სამხედროების დაბრუნებით ვითარება შესაძლოა, კვლავ დაიძაბოს. კოსოვო ბელგრადს ვითარების მიზანმიმართულად დაძაბვაში სდებს ბრალს.

რეგიონში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend