მთავარიგადაცემებიბიზნესპლანეტაევროკავშირი ერთიანი ბაზრის 30 წლის იუბილეს აღსანიშნად ემზადება

ევროკავშირი ერთიანი ბაზრის 30 წლის იუბილეს აღსანიშნად ემზადება

ევროკავშირის ერთიანი ბაზარი 2023 წელს თავისი დაარსებიდან 30 წლის იუბილეს იზეიმებს.

ეკონომიკის ამ ქვაკუთხედმა სრულად შეცვალა ბიზნესისა და ხალხის ცხოვრება მთელ კონტინენტზე და ეს ტენდენცია ისევ გრძელდება. მოგესალმებით. ვიწყებთ გადაცემა „ბიზნესპლანეტის“ ახალ სეზონს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა, ევროკავშირის ერთიანი ბაზარი, 30 წლის წინ შეიქმნა. მის ფარგლებში საქონელი, მომსახურება და ფული მარტივად ბრუნავს. ადვილია ხალხის გადაადგილებაც. ევროკავშირის ერთი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მეორე ქვეყანაში იცხოვროს, ისწავლოს და პენსიაზე გავიდეს. მათ შეუძლიათ ონლაინ იყიდონ ნებისმიერი რამ გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე…შემდეგ გამოცვალონ ან გააუქმონ ნავაჭრი ისე, რომ ზედმეტ კითხვებს არავინ დაუსვამს.

ერთიანი ბაზრის წევრ ქვეყნებს შორის იაფია სატელეფონო ზარი და ავიაბილეთები.

ამ ბაზრის შიგნით არ მოქმედებს საბაჟო, მოხსნილია ტარიფები და გადასახადები ბიზნესისთვის, თუკი ისინი ევროკავშირის ფარგლებში ყიდულობენ და ყიდიან საქონელს.

ამ ბაზარის ნებისმიერ წერტილში ერთანირად უსაფრთხო პროდუქტი იყიდება და ერთნაირი გარემოსდაცვითი სტანდარტებია დაცული.

ევროკავშირს გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკების წარმოების დროს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან.

ახალი გამოწვევები

თუმცა ერთიანი ბაზარი სტატიკური კონცეფცია არ არის, იგი ვითარდება ეკონომიკასთან ერთად.

კერსტინ იორნა ევროკომისიის შიდა ბაზრის, ინდუსტრიის, მრეწველობის, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის გენერალური დირექტორია.

“ისეთი მდგომარეობაა, თითქოს ერთიანი ბაზრის  ბაზაზე ვართ დაბანაკებული,“ – ამბობს  კერსტინ იორნა.  „რადგან ჯანდაცვის კრიზისი – კოვიდი – ჯერ არ გამქრალა. ამას ემატება ენერგოკრიზისი, რომელიც რუსეთის აგრესიას მოჰყვა შედეგად. აი, ეს პრობლემები გვაქვს ახლა და ვციდლობთ, ისინი ერთიანი ბაზრის ინსტრუმენტების დახმარებით გადავჭრათ.

 

რაც შეეხება ჯანდაცვას, გვჭირდება ვაქცინები. როდესაც ჯანდაცვის კრიზისი დაიწყო, საერთოდ არ გვქონდა ვაქცინა და იმის გამო, რომ ერთად ვიმუშავეთ, ვაქცინები ერთად შევიძინეთ და ვაქცინის  მიწოდების სრული საწარმო ჯაჭვი შევქმენით –  ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანი ძალისხმების შედეგად საკმარისი რაოდენობით ვაქცინას მივაწოდებთ ჩვენს მოქალაქეებსაც და მთელ მსოფლიოსაც.

 

“მეორე საკითხია ენერგოსისტემა. ჩვენ უნდა დავაღწიოთ თავი რუსეთის წაიღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ამ მხრივ ერთიან ბაზარს  ორი მიმართულებით შეუძლია დახმარება. პირველი ის, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და მოვიპოვოთ საჭირო ენერგია და მეორე – ერთად  დავაჩქაროთ განახლებადი ენერგიის დანერგვა.“

 

ევროკომისიის შიდა ბაზრის, ინდუსტრიის, მრეწველობის, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ევროკავშირის ერთიანი ბაზარი მწვანე და ციფრული ეკონომიკაზე გადასვლის თვალსაზრისით ერთიან პოზიციაზე დგას.

 

“ეს არსებითი საკითხია, რადგან მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლა ეხმარება ბიზნესის განვითარებას,“ – განაცხადა  კერსტინ იორნამ. „ბიზნესმა რომ იმუშაოს, საჭიროა წარმოების ხარჯები, ტექნოლოგიები, სამართლებრივი უნარ-ჩვევები და ასევე ბაზარი ახალი პროდუქტისთვის. და ამ ყველაფერს სწორედ ერთიანი ბაზრისა და მისი ინსტრუმენტების დახმარებით მივაღწევთ, რადგან ჩვენ ვაფინანსებთ ინოვაციებსა და კვლევებს, ვთანამშრომლობთ ახალი უნარების ათვისების კუთხით, გვაქვს ერთიანი ბაზრის რეგულაციების 55 პაკეტი და ასევე ბაზრის ათვისების საშუალებას ვიძლევით, ამ ყველაფერის გამო ბიზნესი უფრო მიმზიდველია ინვესტორისთვის, რადგან ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ინვესტიციები.“

ელექტროენერგიის გენერაციის სუფთა სისტემები ევროპაში

ნიდერლანდებში, როტერდამში კომპანია Skoon Energy-ი აქირავებს ენერგოსისტემებს მთელ ევროპაში მშენებლობებზე, პორტებსა თუ სხვა ინდუსტრიებზე, რაც დიზელის გენერატორებზე დამოკიდებულებას ამცირებს.

კომპანია SKOON ENERGY-ის დამფუძნებელი პიტერ პოლ ვან ვორსტ ტოტ ვორსტი  ამბობს, რომ მისი კომპანია ერთიანი ბაზრის პრინციპის წყალობით მუშაობს შეუზღუდავად სხვადასხვა ქვეყანაში.

“ევროპაში, სადაც უნდა იყო, გინდა, რომ ისწავლო სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე,“ – განმარტავს პიტერი. „სუფთა ენერგიის კუთხით ისეთი მონაცემთა ბაზა არსებობს, რომ თუ ამას არ გამოიყენებ სწავლისთვის, ძალიან ბევრს დაკარგავ. ამიტომ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ევროპაში დავიწყეთ ბიზნესი, რომ ნიდერლანდებში ვართ და ადვილად შეგვიძლია გავიდეთ ევროპის სხვა ქვეყნების ბაზარზე, რადგან ჩვენი პროდუქცია სწორედ ასე ვითარდება.“

კომპანია  SKOON ENERGY-ი სატელევიზიო და ფილმის გადამღებ სტუდიებსაც აწვდის ელექტრობატარეებს.

“ჩვენ ფილმის გადამღები კომპანიები მთელ ევროპაში გვაქვს და ნებისმიერს მათგანს,  რომელ ქვეყნაში არ უნდა იყოს ის, შეუძლია ის პროდუქტი გამოიყენოს, რომელსაც აქ ვიყენებთ, რადგან დაუბრკოლებლად  შეგვიძლია ამ ტექნიკის გაგზავნა მთელ ევროპაში,“ – განაცხადა პიტერ პოლ ვან ვორსტ ტოტ ვორსტმა.

ნიდერლანდების ქალაქ ტილში კომპანია SKOON ENERGY-მა კიდევ ერთი პროექტი დაიწყო…ჰიბრიდული ელექტროსისტემა ლტოლვილთა თავშესაფრებისთვის. ყვითელი გენერატორი მის გვერდით დადგმულ ბატარეას მუხტავს და ეს ბატარეა შემდეგ ელექტროენერგიას აწოდებს იქ მცხოვრებ ოჯახებს.

“როდესაც ლტოლვილი ხარ და თავშესაფარში შედიხარ, პირველი, რაც გინდა, ის არის, რომ გქონდეს მშვიდად  დაიძინინო. ამიტომ ტილის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ამ თავშესაფრის მოსამარაგებლად აღარ ამუშაოს  დიზელის გენერატორი 24 საათის განმავლობაში,“ – განაცხადა პიტერ პოლ ვან ვორსტ ტოტ ვორსტმა.

ეს ბატარეა უხმაუროდ მუშაობს და ბევრი სხვა უპირატესობაც აქვს….

შექმნიდან 30 წლის შემდეგ ევროკავშირის ერთიანი ბაზარი ისევ ეხმარება ევროპას, გადალახოს სირთულეები და ხელს უწყობს ინოვაციებისა და ვაჭრობის განვითარებას.

 

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend