მთავარიევროპაუკრაინარუსული ეკლესიის გავლენა უკრაინაში

რუსული ეკლესიის გავლენა უკრაინაში

უკრაინაში, რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ მონასტერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, უშიშროების სამსახურმა მოპოვებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

უკრაინელი მიტროპოლიტი ოლექსანდრი აცხადებს, რომ ბევრი ადამიანი ხელისუფლებას რუსულ ეკლესიაზე ზეწოლაში სდებს ბრალს, რაც მისი აზრით მცდარია.

„ომის პირობებში ბევრი სდებს ბრალს ჩვენს ხელისუფლებას რუსეთის პატრიარქის კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ეკლესიის დევნაში, მაგრამ ნათელია, რომ ეს ეკლესია სწორედ მოსკოვიდან მიღებულ მითითებებს ემორჩილება. ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები იმედია, დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება“, – მიიჩნევს მიტროპოლიტი ოლექსანდრი.

უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩხრეკის შედეგად, მოსკოვის მართული ეკლესიის მიერ სამხედრო მოქმედებებში ოკუპანტების მხარდაჭერის დამადასტურებელი ნივთმტკიცებულებებიც მოიპოვეს.

„ერთ-ერთ მღვდელს ჩანაწერები უპოვეს, სადაც ის რუსული სარაკეტო და საარტილერიო ძალებისთვის მიზნებს არჩევდა. ასეთი სამწუხარო ფაქტი ბევრია“, – ამბობს მიტროპოლიტი ოლექსანდრი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკანონმდებლო ორგანოს ახალი კანონის მიღებისკენ მოუწოდა. კანონის, რომლის მეშვეობითაც უკრაინაში რუსული ეკლესიის გავლენა შემცირდება.

2019 წელს დამოუკიდებელი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend