მთავარიმსოფლიოNATOნატოს გაფართოება: შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრებას თურქეთი კვლავ აფერხებს

ნატოს გაფართოება: შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრებას თურქეთი კვლავ აფერხებს

შვედეთმა და ფინეთმა თებერვალში შეიტანეს ნატოში გაწევრების განაცხადი, თუმცა თურქეთი კვლავ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ საქმე ნახევრად არის შესრულებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, ყველაზე  მნიშვნელოვანია, რომ არსებობს  პერსპექტივა.

ქვეყნების გაწევრების პროცესი ასე სწრაფად არ მიმდინარეობს ხოლმე, როგორც ეს ახლა, ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში ხდება. მისი თქმით,  30-ვე მოკავშირემ ხელი მოაწერა გაწევრების ოქმს, აქედან 28-მ უკვე შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ახლა ყველაფერი თურქეთსა და უნგრეთზეა დამოკიდებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ ორივე ქვეყანა მალე გახდება ნატოს წევრი.

თურქეთი მოითხოვს, ორივე ქვეყანამ იმოქმედოს ქურთების წინააღმდეგ თავ-თავის ტერიტორიაზე, რადგან ანკარა მათ ტერორისტული დაჯგუფების წევრებად მიიჩნევს.

თურქეთს ასევე სურს,  მოიხსნას დე ფაქტო ემაბრგო შეიარაღების გაყიდვაზე. როგორც ცნობილია, თურქეთს  ემბარგო 2019 წელს დაუწესეს სირიაში ქურთების წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო.

ანკარაში ფინეთის თავდაცვის მინისტრის ხუთშაბათს გამართული ვიზიტი, საერთო ენის გამონახვის კიდევ ერთი მცდელობა იყო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend