მთავარიევროპალიეტუვასაბჭოთა მონუმენტების დემონტაჟი ლიეტუვაში

საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟი ლიეტუვაში

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინააღმდეგობის მიუხედავად საბჭოთა მონუმენტის დემონტაჟი დაიწყო.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟი დააჩქარეს, ამოსავალი წერტილი კი ამ გზით უკრაინისათვის სოლიდარობის გამოცხადებაა.

ლიეტუვაში მონუმენტი უპირველეს ყოვლისა 50 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის ნიშანია, ვილნიუსის მერი აცხადებს, რომ დემონტაჟის ყურება ბედნიერების მომტანი მომენტია.

“საბჭოთა მონუმენტი იდეოლოგიის სიმბოლოა, მას სასაფლაოებთან კავშირი არ აქვს, ეს მონუმენტი ტოტალიტარულ მმართველობასთან ასოცირდება, ჩვენ საფლავებს არ ვეხებით, უბრალოდ ჩვენს მიწას საბჭოთა სიმბოლოებისგან ვწმენდთ“, – განაცხადა ვილნიუსის მერმა რემიჟიგუს სიმასიუსმა.

ლიეტუვაში მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. მონუმენტის დემონტაჟის მოწინააღმდეგე ლიეტუვის ხუთმა მოქალაქემ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართეს.

„ეს ქალაქის ცენტრი არ გახლავთ, ეს სასაფლაოა, ვფიქრობ, რომ მონუმენტებისთვის ხელი არ უნდა გვეხლო, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, მოგვწონს ის თუ არა“, – მიიჩნევს ვილნიუსის მოქალაქე ჩესლოვას კავოულინასი.

მონუმენტი, რომლის დემონტაჟიც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება ყოველ 9 მაისს სახელმწიფოში მცხოვრები ეთნიკური რუსების თავშეყრის ადგილი იყო.

საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟი მეზობელ ესტონეთსა და ლატვიაშიც მიმდინარეობს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend