საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულთა 52% თავს ემოციურად მარტოსულად, ხოლო 45% სოციალურად მარტოსულად მიიჩნევს. ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესასწავლად კვლევა გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით საქართველოში 65 წლის და უფროსი ასაკის 530 ათასი პირი ცხოვრობს.
კვლევის შესახებ ნუცი ოდიშარია – გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის სოციალური პოლიტიკის ოფიცერი საუბრობს