მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის მთავრობის დამხობის შეთქმულებაში ეჭვმიტანილები პატიმრობაში რჩებიან

გერმანიის მთავრობის დამხობის შეთქმულებაში ეჭვმიტანილები პატიმრობაში რჩებიან

გერმანიაში პატიმრობაში რჩება ის 25 ადამიანი, რომლებიც მთავრობის დამხობის შეთქმულებაში არიან ეჭვმიტანილი. ოთხშაბათს თანამედროვე გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ანტიექსტრემისტული ოპერაცია ჩატარდა.

„ეს ჯგუფი, რომელიც დავაკავეთ, იმითაა გამორჩეული, რომ მის წევრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი კავშირები აქვთ. მათ წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული,  რას აპირებდნენ. მათი გეგმა ძალადობაზე იყო ორიენტირებული. ისინი ადამიანების დახოცვაზეც არ დაიხევდნენ უკან“, – განაცხადა კონსტიტუციის დაცვის ოფისის პრეზიდენტმა, თომას ჰალდენვანგმა.

გერმანიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან რაიხსბურგის ექსტრემისტული  მოძრაობის წევრები. ისინი ცნობილი არიან თავიანთი რასისტული და ანტისემიტური შეთქმულების თეორიებით. სხვა ეჭვმიტანილები მოძრაობა QAnon-ის წევრები არიან. მათ სჯერათ, რომ მათი ქვეყანა მითიური „ძლიერი სახელმწიფოს“ ხელშია. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სახელად, ჰაინრიხ XIII, რომელიც არისტოკრატიული ოჯახიდანაა, დაჯგუფების ლიდერია.

„ამ დაჯგუფების საბჭოს ახალი სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბება სურდა.  ჩვენი ინფორმაციით, მათ ასევე ჰყავთ თავიანთი სამხედრო დანაყოფი“, – განაცხადა გერმანიის მთავარმა ფედერალურმა პროკურორმა პიტერ ფრანკმა.

150 სამხედრო ოპერაციაში სამი ათასი გერმანელი სამხედრო მონაწილეობდა. ასევე ორი ადამიანი დააკავეს ავსტრიასა და იტალიაში. ოპერაციამ ტერორისტული საფრთხის მასშტაბები აჩვენა. თუმცა ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, რამდენად შეეძლო დაჯგუფებას ამ გეგმის შესრულება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend