მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკომისიის სანქციების მეცხრე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკომისიის სანქციების მეცხრე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი დამატებით 200-მდე პირის იმ სიაში დამატებას ითვალისწინებს, რომლებსაც სანქციები ეკისრებათ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობის გამო.

ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. მისი თქმით, სანქციები რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და კიდევ სამ რუსულ ბანკს შეეხება. მათ შორის რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკს ტრანზაქციები სრულიად აეკრძალება.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ სანქციების სიას დაემატოს 200-მდე ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელთა შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ინდუსტრიული კომპანიები, რამდენიმე ოფიცერი, ასევე ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო დუმის წევრები, მინისტრები, გუბერნატორები და პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend