მთავარისაქართველო12 რეკომენდაციის შესრულებაზე ევროკავშირის ელჩმა განცხადება გააკეთა

12 რეკომენდაციის შესრულებაზე ევროკავშირის ელჩმა განცხადება გააკეთა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მუშაობს, საბოლოო შეფასებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები გააკეთებენ. ელჩის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო სწრაფად იმოძრავებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა მოცდა საკმარისი არ არის. ქართველების შესასრულებელია საშინაო სამუშაო. როგორც ვიცით, საქართველომ მიიღო 12 პრიორიტეტი და მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ შევაფასებთ პროგრესს, რომელიც იქნება მიღწეული. საბოლოო შეფასებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ერთხმად მიიღებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წლის განმავლობაში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

მაგრამ ჯერ დრო არის. ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს მომავალ წელს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება წევრი ქვეყნების მიერ მომავალი წლის ბოლოს. ასე რომ, თითები გადაჯვარედინებული მაქვს ყველა მცდელობის მიმართ, არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს მას. როგორც ევროკავშირი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველაფერს ვცდილობთ დასახმარებლად”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend