მთავარიგადაცემებიSmart Regionsსარბენი ბილიკები და ველობილიკები ალპებში ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს

სარბენი ბილიკები და ველობილიკები ალპებში ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს

ალპებში 11 ფრანგული და შვეიცარიული თემის წარმომადგენლები ცდილობენ, ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნონ. სათხილამურო სეზონის დასრულების შემდეგ  მსოფლიოს ყველაზე დიდ ტრანსასაზღვრო  სათხილამურო კურორტ  „პორტ დიუ სოლეილზე“ მწვერვალებისკენ მიმავალ ბილიკებს სირბილისა და  ელექტროველოსიპედების მოყვარულები იკავებენ.

„შვეიცარიიდან საფრანგეთში პედლის ერთი დატრიალებით გადავდივართ,“ – ამბობს ტიერი ფავრი, კომპანია RIDE SWITZERLAND-ის ერთ-ერთი დირექტორი.

სპორტის დახვეწილი სახეობა

ფლორიან ლეგრანდი ცდილობს, აითვისოს ეს ორი დისციპლინა საგაზაფხულო და საშემოდგომო ტურებისთვისა პორტ დიუ  სოლეილის ტურისტული განახლების პროექტის ფარგლებში. ამ პროექტში მონაწილეობს რვა ფრანგული და სამი შვეიცარიული მუნიციპალიტეტი, მათ შორის შამპერიც.

პროექტის მიზანია, უკეთ გააცნოს ტურისტებს ალპები და მისი კულტურული მემკვიდრეობა და ამით მეტი ტურისტი მოიზიდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების ფონზე.

„მე არ ვარ მიჩვეული ელექტროველოსიპედს. ეს ძალიან დახვეწილი სპორტია…“, – ამბობს ფლორიანი. „აქ შეგიძლია, ამ ველოსიპედით სიარული, მისი ტარება საკმაოდ მარტივია და თან თხილამურებით სრიალისაგან განსხვავებით, საშუალებას გაძლევს მრავალი მხრიდან დაათვალიერო მთები. არასათხილამურო სეზონზე ამოსვლით სულ სხვა სიამოვნებას იღებ.“

ამ პროექტის საერთო ბიუჯეტი მილიონ-ნახევარი ევროა, რომლიდანაც 600 ათასი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა, დანარჩენი 46.5 პროცენტი კი საფრანგეთმა და შვეიცარიამ გადაიხადეს.

ზაფხულში პორტ დიუ  სოლეილში 12 სათხილამურო კურორტი და 25 საბაგირო მასპინძლობს სტუმრებს. კურორტის განახლების ფარგლებში, ველობილიკების გარდა, 55 ტრანსსასაზღვრო მთაში სარბენი მარშრუტიც გაკეთდა, რომელიც პროექტის აპლიკაციითაც იძებნება.

ფლორიანი 41-ე ბილიკს სცდის კოლ დიუ სეს უღელტეხილზე,  ლა შაპელ-დ’აბონდანსის მიდამოებში, თან ახლავს ამ დისციპლინის ორი ჩემპიონიც:  გაელ სიერი და ორელიენ ბოვარდი.

ზაფხული გახანგრძლივდა

ყველა სასწავლო კურსი უფასოა და ეს მხარე არასათხილამურო სეზონზე სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

პროექტის კოორდინატორი ბენუა კლუარეკი გარკვეულ სტატისტიკას გვთავაზობს.

ბენუა კლუარეკი,  პროექტ PORTES DU SOLEIL-ის კოორდინატორი:

„თუ მთის ველოსიპედების წლევანდელ სეზონს შევაჯამებთ, სულ მილიონ შვიდასი ათასი გასვლა გვქონდა. რაც შეეხება ქვეითებს, ამ ზაფხულს სათხილამურო ლიფტების წყალობით  800 ათასი კაცი ამოვიდა.“

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ზაფხული სულ უფრო მეტად ხანგრძლივდება. თოვლის მოსვლამდე მდგრადი ტურიზმის განვითარება ნამდვილად კარგი გამოსავალია მათთვის, ვისაც სათხილამურო კურორტზე ბიზნესი აქვს, მაგალითად, ამ რესტორნის პატრონს.

„ჩვენ გაურკვევლობის რამდენიმე წელი გავიარეთ,“ – ამბობს ჟერემი ოლივიე, რესტორან LA CROIX DU CULET-ის მფლობელი. „პანდემიის დროს უზარმაზარი ვარდნა გვქონდა. ახლა ენერგოპრობლემები გვაქვს. ამიტომ მგონია, რომ მთელი წლის განმავლობაში ტურისტული სეზონის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.“

მთის დიდებული მწვერვალები… ისინი თითქოს ღმერთთან გვაახლოებენ.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend