საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ მოკლე სია ცნობილია. კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი იყო 55 წიგნი, ოთხ ნომინაციაში 12 მათგანი გადანაწილდა.
პრემია თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. მისი მიზანი ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების შემოქმედების პოპულარიზებაა.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა მარწყვიშვილმა ისაუბრეს.