თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, დღეს საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების, სამხედრო ატაშეები, თავდაცვის უწყებას ეწვივნენ.
შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს.