მთავარისაქართველომსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაცია

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაცია

მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისთვის, ახალი მემორანდუმის გაფორმებით გრძელდება.

დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტსა და საქართველოს მთავრობას შორის დაიდო, ისეთი რეფორმებისა და სამუშაოების გატარებას მოიცავს, რომელიც საქართველოს კონკურენტუნარიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინესუსი, პოზიტიურად აფასებს ბოლო ათწლეულში  საქართველოს მცდელობას, ჰქონდეს მდგრადი ეკონომიკური განვითარება. თუმცა აღნიშნავს, რომ მთავრობამ ფინანსური და სამეწარმეო სექტორების მხარდაჭერა, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნისათვის კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.

„ეკონომიკური მემორანდუმი“, რომელიც საქართველოსთან გავაფორმეთ, შეიცავს შთამბეჭდავ ისტორიას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიამდე საქართველო იყო ევროპასა და აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.

დაახლოებით წლიური 5%-იანი ზრდით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ბოლო ათწლიან პერიოდში, რამაც თითქმის გაანახევრა სიღარიბე, ბოლო ორ წელიწადშიც, ასევე პოსტ კოვიდურ პერიოდში, ჩვენ ვიხილეთ, განსაკუთრებული ორნიშნა ზრდა და იმავეს ველოდებით წელსაც. ეს მოყვება ძლიერ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის მტკიცე რეფორმას. თუმცა, ამავდროულად ანალიზი გვიჩვენებს, რომ რჩება საკითხები, რომელთა აღმოფხვრაც საჭიროა.

პირველია უთანასწორობა, კერძოდ კი, საქართველოს რეგიონებში. მეორე, პროდუქტიულობის დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და მესამე, სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება ეკონომიკურ ზრდას. ამ მემორანდუმში შემუშავებულია რამდენიმე ამბიციური პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება მომდევნო 10 წლისთვის მთავრობის ამბიციურ ეკონომიკური ზრდის სტრატეგიას.

ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს მტკიცე პროდუქტიულობაში, რათა გაიზარდოს შესაძლებლობები ხალხისთვის, შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური განვითარება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც გაიზარდოს“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა თავიანთ გამოსვლაში ძირითადად, საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრეს და ნაკლები ყურადღება გაამახვილეს ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ასევე აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკთან სტაბილური ურთიერთობა, ევროკავშირთან ეკონომიკური და ენერგეტიკული მიმართულებებით გაზრდილი თანამშრომლობის საწინდარია.

„უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ აღნიშნული წარმატება და გავაძლიეროთ ძალისხმევა პროდუქტიულობის ამაღლებისთვის საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, საერთაშორისო კავშირების გასაუმჯობესებლად, საქართველოს ინტეგრაციის გასაზრდელად ღირებულების გლობალურ ჯაჭვებში, ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად და დიგიტალიზაციისა და ინოვაციებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მემორანდუმი დეტალურად აღწერს საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკურ მიღწევებსა და დასაძლევ გამოწვევებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის მიმართულებით. მთავარი კი რასაც ეს მემორანდუმი მოიცავს, პანდემიის შემდგომ პერიოდში, სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულებაა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend