ამ დროისთვის ირანის ქუჩებში უფრო მეტი ქალი დადის ჰიჯაბის გარეშე. როგორც ჩანს, ჩაცმულობასთან დაკავშირებული მკაცრი წესები შემსუბუქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ზნეობის პოლიცია გაუქმდა. ირანელ ქალებს იმედი აქვთ, რომ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
ისინი კმაყოფილი არიან, ქუჩებში ე.წ. ზნეობის პოლიციის წარმომადგენლებს რომ ვეღარ ხედავენ. მათი თქმით, პოლიციის ერთადერთი მიზანი ქალების შევიწროება იყო.
თუ ეს სიმართლეა, ზნეობის პოლიციის გაუქმებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავსაბურავის ტარებასთან დაკავშირებული პოლიტიკა შეიცვალოს.
როგორც აქტივისტები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა ტაქტიკას მიმართავს და მაინც მოითხოვს წესების აღსრულებას.