მთავარისაქართველოსაქართველოსა და უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფორუმი ერთდროულად გაიმართა

საქართველოსა და უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფორუმი ერთდროულად გაიმართა

ფორუმის მთავარ მიზანს მონაწილეებს შორის იდეების გაცვლა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ხელისუფლების, მედიის, საერთაშორისო დონორებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენდა

5 დეკემბერს, მოხალისეთა საერთაშორისო დღეს – თბილისსა და კიევში პარალელურ რეჟიმში გაიმართა ფორუმი, რომელმაც საქართველოსა და უკრაინაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.

მონაწილეებმა ერთმანეთს იდეები გაუზიარეს, გაჩნდა ახალი პროექტების იდეა და არსებული პროექტების განვითარების გზები. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ უკრაინისთვის მამაცი და ერთიანი დახმარების ფორმულა შექმნან.

„მრავალი საუკუნის განმავლობაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთის გვერდიგვერდ დადიოდნენ.  ირჩევდნენ თავისუფლებას და იცავდნენ ნებას, უფლებას ყოფილიყვნენ ცივილიზებული და სამართლიანი სამყაროს სრულუფლებიანი წევრი ქვეყნები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ უკრაინას დახმარების ხელი გაუწოდა. აქ თქვენ 10 ათას უკრაინელს მიეცით თავშესაფარი. ქართველებმა აჩვენებს სტუმართმოყვარეობა, რისთვისაც ჩვენ, უკრაინელები უსაზღვროდ მადლობელი ვართ და ვიქნებით“, – ამბობს ანა ოქსანიჩენკო, უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია “BetweenCities”-ის ხელმძღვანელი

თბილისში ფორუმის მიმდინარეობის დროს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა თავიანთი პროდუქტები წარმოადგინეს. 11 წლის გოგონა საკუთარი ხელით სამაჯურებს ამზადებს  და სიმბოლურ ფასად ყიდის. ამ გზით ცდილობს დაეხმაროს დედას:

„მე უკრაინის ქალაქ ბერდიანსკიდან ვარ. ახლა ჩემი ქალაქი ოკუპირებულია. საქართველოში აპრილში ჩამოვედით მე და დედა. ფორუმზე ორგანიზაცია  – რენესანსს წარმოვადგენ. ნივთებს სიმბოლურ ფასად ვყიდით და თანხას ვაგროვებთ, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. იმისთვის რომ მათ დამსახურებული ხელფასი მიიღონ. მე 10 კვირა დამჭირდა რომ 48 ცალი სამაჯური დამემზადებინა“

ფორუმის მონაწილეებმა, საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის სხვადასხვა სახის დახმარებაზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ, რომ დღეს არსებული დახმარება არ არის საკმარისი და ქართველებსა და უკრაინელებს ერთად, ყველა გამოწვევის დაძლევა შეუძლიათ.

„წელს ალბათ როგორც არასდროს, ყველას გვინდა ვიგრძნოთ, რომ მარტო არ ვართ. რომ გვყავს თანამოაზრეები, უკრაინისთვის საქართველოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ოჯახი და უკრაინელი მეგობრები მუდმივად მეკითხებიან იმას, თუ რას ფიქრობენ ამბობენ საქართველოში უკრაინაზე, ომზე, ლტოლვილებზე. მათ აინტერესებთ ქართველების აზრი, რადგან საქართველო უკრაინისთვის ყველაზე ახლობელი ქვეყანაა“, – ამბობს კატერინა კოზაკი, საქართველოში უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

ფორუმი უკრაინაში 2012 წლიდან ტარდება, ხოლო წელს პირველად გაიმართა საერთაშორისო ფორმატში და კიევთან ერთად ჩატარდა, თბილისშიც. ფორუმი USAID-ისა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend