რუსეთის უფლებათადამცველი ორგანიზაციის – „მემორიალის“ თანადამფუძნებელს ირინა შერბაკოვას, რომელიც ასევე ნობელის პრემიის მფლობელია მშვიდობის დარგში, მიაჩნია, რომ უკრაინაში დიპლომატიური გზით პრობლემის გადაჭრა ამ დროისთვის შეუძლებელია. გერმანიამ მას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შესრულებული სამუშაოსთვის მარიონ დენჰოფის პრიზიც გადასცა.
ბევრს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის მშვიდობის დამყარება შესაძლებელია და ამაზეც გერმანიაშიც ხშირად საუბრობენ, თუმცა ირინა შერბაკოვასთვის ეს წარმოუდგენელია. იგი გამოსავალს მხოლოდ სამხედრო გზით ხედავს. მისი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და თავისი პირობების შესრულებას მოითხოვს. ირინა შერბაკოვას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი პუტინის გარეშე უნდა მოხდეს.
ვლადიმერ პუტინსაც შესაძლოა, სურდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რადგან პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის რუს კოლეგასთან საუბრისთვის. თუმცა უკრაინის პოზიცია უცვლელია და იქამდე არ გამართავს მოლაპარაკებებს, სანამ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს არ გაიყვანს.