მთავარიაზიაინდონეზიაინდონეზიაში ვულკანის გააქტიურების გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

ინდონეზიაში ვულკანის გააქტიურების გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

ინდონეზიის აღმოსავლეთ ჯავის პროვინციაში, მოსახლეობა საჭირო ნივთებს აგროვებს და დასახლებებს ტოვებს. მიზეზი ვულკანის გააქტიურებაა, რომელიც ლუმაჯანგის რაიონში სემერუს მთაზე ამოიფრქვა.

ახლა ყველა ცდილობს უსაფრთხო ადგილზე წასვლას და ახლობლებისა და კუთვნილი პირუტყვის გადარჩენას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ვულკანის ამოფრქვევა სწრაფად დაიწყო და კვამლი 1500 მეტრ სიმაღლემდე იფრქვეოდა.

ვულკანური ლავის მასამ, მიმდებარე სოფლებამდე და ქალაქებამდე მიაღწია და საცხოვრებელი სახლები ფერფლით დაიფარა. უფრო ახლომდებარე დასახლებები კი ვულკანურ მასაში დაიმარხა.

„ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა, უბრალოდ გაქრა. აღარ არსებობს. ვულკანის ფერფლმა და ლავამ ყველაფერი გაგვინადგურა. საბედნიეროდ გადავრჩით. ახლა თავშესაფარს ვეძებთ. იმედი გვაქვს, ამ ტერიტორიიდან სხვაგან გადაგვიყვანენ საცხოვრებლად“,- ამბობს ადგილობრივი დაზარალებული მუჰამად ლატიფი.

ეს ვულკანი მრავალი წელია რაც გააქტიურებულია. არაერთხელ აღადგინეს სოფლები და ამ დასახლებებამდე მიმავალი გზები.

სემერუს ბოლო დიდი ამოფრქვევა 2021 წლის დეკემბერში მოხდა, რასაც 51 ადამიანი ემსხვერპლა. მიმდებარე სოფლები კი ვულკანური ფერფლის ტალახის ფენებში დაიმარხა.

მაშინდელი ამოფრქვევის შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. ამჟამად, მთავრობის მიერ დასახელებულ საფრთხის ზონაში 3000 სახლი იმყოფება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend