ინდონეზიის ყველაზე მაღალი ვულკანი, რომელიც ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე მდებარეობს, კვირას ამოიფრქვა, რასაც გაზისა და ლავის დიდი ნაკადი მოჰყვა. კატასტროფის მართვის ეროვნული სააგენტოს სპიკერის ინფორმაციით, მუსონური წვიმების შედეგად ვულკანის კრატერის ქერქი დაზიანდა, რამაც საბოლოოდ 3676-მეტრიანი ვულკანის სემერუს ამოფრქვევა გამოიწვია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში ახლა ვულკანური ფერფლის წვიმა მოდის, რის გამოც ხილვადობა საერთოდ არ არის. მათ არ იციან, სად მიდიან, მთავარია, რომ ამ ადგილიდან გაიქცნენ და ოჯახის წევრები გადაარჩინონ.
ვულკანი სემერუ ბოლოს გასული წლის დეკემბერში ამოიფრქვა, რასაც 51 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი ტალახის მასამ დაფარა. ასობით მოქალაქეს სხვადასხვა სახის დამწვრობა აღენიშნებოდა. შემთხვევის ადგილიდან 10 000-ზე მეტი მოქალაქე გაიყვანეს.