„ქართული ტიპოგრაფიკა და ორნამენტი პოსტერებში“- ამ სახელწოდების ექსპოზიცია ყოფილი „ავლაბრის არალეგალური სტამბის“ ტერიტორიაზე უჩვეულო საგამოფენო სივრცეში გაიხსნა.
გამოფენაზე დამთვალიერებელი როგორც სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ შექმნილ ორნამენტულ პოსტერებს, ისე პროფესიონალების მიერ შესრულებული ტიპოგრაფიკის ნიმუშებს იხილავს.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გამოფენის ორგანიზატორმა, ასოციაცია „ქართული შრიფტის“ დამფუძნებელმა ნინო ჯიშკარიანმა ისაუბრა