მთავარისაქართველოევროკავშირის ელჩი: აქტიურად ვაკვირდებით სახალხო დამცველის არჩევის პროცესს

ევროკავშირის ელჩი: აქტიურად ვაკვირდებით სახალხო დამცველის არჩევის პროცესს

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ოფისი დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმს მომავალშიც შეინარჩუნებს.

„სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ეს საკონსტიტუციო ორგანოა. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სახალხო დამცველის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს. ეს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ჩვენ ვიცით, რომ პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს. ვიცით, რომ იყო სხვადასხვა კანდიდატის შერჩევის პროცესი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ. ჯერ ყველაფერი კარგადაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ უწყების დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი შენარჩუნებული იქნება“ ,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend