მთავარი მსოფლიო საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამერიკის შეერთებულ შტატებში თბილი დახვედრა მოუწყვეს.

მასპინძელი სახელმწიფოს ლიდერმა და ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ ხანგრძლივი ურთიერთობის მნიშვნელობას.

როგორც ემანუელ მაკრონი ასევე ჯო ბაიდენი აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის ფონზე, დემოკრატიული სახელმწიფოების პასუხისმგებლობამ რომ დასავლეთმა ერთიანობა შეინარჩუნოს.

„ჩვენი დემოკრატიები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, ეს გამოწვევები გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიურია, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის საკითხიც. ჩვენი ბედისწერა ამ გამოწვევებზე ერთიან პასუხს მოითხოვს. ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე აუცილებელია ოპტიმიზმი, გაუმარჯოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების მიერ, საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლებაზე და პარიზისა და ვაშინგტონის შორის ურყევ კავშირზე ისაუბრა.

„საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირე სახელმწიფოა, ჩვენი სახელმწიფოები მუდამ თავისუფლების დასაცავად იბრძოდნენ. სწორედ თავისუფლების სახელით დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები ნორმანდიის სანაპიროებზე. ჩვენი ერების ისტორია იმ ქალებისა და კაცების დაწერილია, რომელნიც არ შეუშინდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას. დღეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ისეთი ძლიერია, როგორიც არასოდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ემანუელ მაკრონი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე – პრეზიდენტს, კამალა ჰარისსაც, რომელიც ფრანგ ლიდერს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

საფრანგეთის პრეზიდენტისაფრანგეთის პრეზიდენტი

Send this to a friend