5 დეკემბერს HR პროფესიონალთა ასოციაცია საქართველოში HR გაციფრულების კვირეულს გამართავს. ღონისძიების მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისა და ციფრული კომპანიების, ასევე სტარტაპების ერთმანეთთან დაკავშირება.
HR პროფესიონალთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ასეთი ტიპის პარტნიორობა ბიზნეს სექტორს ისეთი რესურსების დაზოგვაში დაეხმარება, როგორიცაა დრო და ფინანსები, ეს კი თავის მხრივ HR სპეციალისტებს დაეხმარება თავიანთი რესურსი უფრო მეტად მიმართონ სტრატეგიული ფუნქციების შესასრულებლად.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სერგო ნოზაძემ ისაუბრა