მთავარი მსოფლიო გარდაიცვალა Fleetwood Mac-ის სოლისტი კრისტინ მაკვი

გარდაიცვალა Fleetwood Mac-ის სოლისტი კრისტინ მაკვი

ჯგუფ „ფლიტვუდ მეკის“ წევრი,  მომღერალი და მუსიკოსი კრისტინ მაკვი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვოკალისტი, რომელიც ბრიტანეთში დაიბადა,  არაერთი ცნობილი ჰიტის შემქმნელია.

მაკვი იმ მუსიკალური ჯგუფის მუდმივი წევრი იყო, რომლის შემადგენლობაც ხშირად იცვლებოდა. ერთ დროს ამ ჯგუფში იყვნენ  მომღერლები და მუსიკოსები: სტივი ნიქსი და ლინდსი ბაკინგემი.

მისი განშორება მეუღლესთან,  ჯგუფის წევრის, ბასისტ ჯონ მაკვის, ასევე ნიქსისა და ბაკინგემის ჯგუფიდან წასვლა აღწერილი იყო  1977 წლის წელს გამოშვებულ ალბომში, სახელწოდებით „ჭორები“, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა.  გარდაცვალების ზუსტი მიზეზის შესახებ ოჯახს არ უსაუბრია. მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში თავისი ოჯახის წევრებისა  და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

Fleetwood MacFleetwood Mac

Send this to a friend