მთავარიევროპაკოსოვო2024 წლიდან კოსოველები შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ

2024 წლიდან კოსოველები შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ

2024 წლის პირველი იანვრიდან კოსოვოს მოქალაქეები ვიზის გარეშე შეძლებენ შენგენის ზონაში გადაადგილებას.  გადაწყვეტილება, რომელსაც მიესალმებიან კოსოვოს მოქალაქეები, ევროკავშირის ელჩების ბოლო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ბევრი ფიქრობს, რომ ამჯერად ნამდვილად შევა ძალაში ახალი განკარგულება, თუმცა არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ამის არ სჯერათ.

ანალიტიკოსი ადრიან ჩოლაკუ ამბობს, რომ ეს პროცესი არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული კოსოვოსა და სერბეთის დიალოგთან, თუმცა ასე არ მოხდა. მისი აზრით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თარიღი მუქარას უფრო გულისხმობს.

ანალიტიკოს გაზმირ რაჩისაც მიაჩნია, რომ ვიზის საკითხი პოლიტიკურია და მას არაფერი აქვს საერთო სტანდარტებთან და ტექნიკურ კრიტერიუმებთან. მისი თქმით, დიალოგის დროს პროგრესმა თუ რეგრესმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ეტაპზე.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიესალმება ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს არის მათი ერთგულების, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის აღიარება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend