მთავარიკუბირუსული პროპაგანდა და მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

რუსული პროპაგანდა და მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე რუსული პროპაგანდა დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობს. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელა ყალბი ამბები, რომლებიც შეეხებოდა გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს, უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის მოქალაქეებს.

გასულ კვირას, „ალტინფოს“ ერთ-ერთ გვერდზე და რამდენიმე რუსულ ანგარიშზე გამოქვეყნდა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კატარში ჩემპიონატზე ჩასვლის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს კატარის ხელისუფლებამ გერმანული თვითმფრინავი არ მიიღო, რადგან მასზე ლგბტქ+ სიმბოლიკა იყო გამოსახული. თვითმფრინავს ომანში გადაფრენა მოუწია, საიდანაც გერმანიის ნაკრები სხვა თვითმფრინავით ჩაფრინდა უკვე კატარში.

როგორც  გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ განმარტა, ნაკრები წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით “ლუფთჰანზასავიახაზებით გერმანიიდან ომანში, საწვრთნელ ბაზაზე ჩაფრინდა, შემდეგ კი ომანის ავიახაზებით კატარში გადაფრინდა – ანუ პირდაპირი რეისით დოჰაში, კატარის დედაქალაქში, ნაკრები ჩასვლას არც აპირებდა, ხოლო თვითმფრინავი, რომელსაც პრორუსული ჯგუფები უწოდებენ ლგბტ სიმბოლიკის მქონეს “ფანჰანზა” ჰქვია და მასზე დატანილია წარწერა “მრავალფეროვნება იმარჯვებს”.

თვითმფრინავის კორპუსზე ასევე გამოსახულია სხვადასხვა სქესის, რასისა და ასაკის ადამიანები, რომლებიც ჯაჭვს ქმნიან. ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” განმარტებით, ის სხვადასხვა ერსა და კულტურას ერთმანეთთან აკავშირებს და ემსახურება ყველას თანაბრად.

კიდევ ერთი ყალბი ამბავი, შეეხება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის. დეზინფორმატორებმა მესის პროგრამულად დამუშავებული ფოტო გაავრცელეს.

საკმაოდ მარტივია ამის გადამოწმება. იგივე ფოტო თეთრი ფურცლით მესის ინსტაგრამზე უდევს რაზეც აწერია „ფორსა ლუკა“. ლუკა 9 წლის სიმსივნით დაავადებული ბავშვია და  მესის ფანია, ფეხბურთელმა კი ამ გზით ბავშვის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

კიდევ ერთი ყალბი ამბავი, რომელიც ასევე უკრანას დაუკავშირეს პრორუსულმა ანგარიშებმა, ეს არის “ალ ჯაზირას” ლოგოთი გავრცელებული ვიდეო, იმის შესახებ რომ უკრაინელები კატარში ჩემპიონატის დროს დააკავეს, რადგან ისინი ნაცისტურ მისალმების ჟესტს იყენებდნენ.

“ალ ჯაზირამ” ოფიციალური განცხადებში აღნიშნა, რომ ვიდეო თავიდან ბოლომდე ყალბია. მასში გამოყენებულია ძველი ფოტოები, რომელიც გადაღებულია ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე და ფოტოები პროგრამულად არის დამუავებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend