საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ჩავიდა. ემანუელ მაკრონი პირველი მეთაურია, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებს ეწვია. შეხვედრის მიზანი იმ დიპლომატიური საქმიანობის აღგდენაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო. დღეს, 30 ნოემბერს ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ საფრანგეთი უკრაინასა და ინდო-წყნარ ოკეანის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრშია. ამას ემატება ჩინეთთან დაძაბულობაც. მისი თქმით, პრეზიდენტი მაკრონი ყველაზე აქტიური ლიდერია დიდი შვიდეულის ფარგლებში, განსაკუთრებით კი ევროპაში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ პირველი ვიზიტისთვის საფრანგეთი აერჩია.
ბოლოს ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში 2018 წელს დონალდ ტრამპს შეხვდა.
პარასკევს ემანუელ მაკრონი ახალ ორლეანში გაემგზავრება, სადაც ის აშშ-ის სკოლებში ფრანგული ენის შესწავლის მხარდაჭერის შესახებ განცხადებას გააკეთებს.