მთავარიკუბიმედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის აღქმების კვლევა

მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის აღქმების კვლევა

რომელ მედიასაშუალებას იყენებენ მომხმარებლები ინფორმაციის მისაღებად და როგორ აღიქვამენ ყალბ ამბებს.  ამ საკითხებზე კვლევა მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა, რომლის ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში 140 რესპონდენტი გამოკითხეს.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ დეზინფორმაციის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ენობრივი ბარიერის გამო ძირითადად რუსულენოვან არხებს უყურებენ.

რესპონდენტების უმრავლესობამ ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია დაასახელა, რომელსაც ტელევიზია მოსდევს. თუმცა, სანდოობის მხრივ, გამოკითხულები უპირატესობას ტელევიზიას ანიჭებენ. ამასთანავე, სოციალური მედიის მიმართ ნდობა უფროსი ასაკის ჯგუფში უფრო დაბალია, ვიდრე ახალგაზრდებში.

კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა იშვიათად ან არასდროს ამოწმებს ინფორმაციას, მათი წილი კი, ვინც მუდმივად ამოწმებს, გამოკითხულთა 30%-ზე ოდნავ მეტია. ინფორმაციის არგადამოწმების მიზეზად ყველაზე ხშირად რესპონდენტებმა დროის დეფიციტი დაასახელეს. ხოლო მათ, ვინც ინფორმაციას მუდმივად ან იშვიათად ამოწმებს, აღნიშნეს, რომ ყველაზე ხშირად ავტორის და წყაროს სანდოობას ამოწმებდნენ.

კითხვაზე, რა დეზინფორმაცია სმენიათ რესპონდენტებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, უმრავლესობამ ომის დაწყებაში უკრაინის დადანაშაულება დაასახელა. ასევე, კრემლის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სპეცოპერაციას ატარებს და რუსეთი უკრაინაში ომს იგებს.

საქართველოსთან მიმართებით გავრცელებული დეზინფორმაციებიდან რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის საფრთხე დაასახელეს, რაც დასავლეთში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდებოდა.

რესპონდენტთა ნაწილი მოწყვლადი აღმოაჩნდა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მიმართ და ყველაზე მეტად სანდოდ მიიჩნია მტკიცება იმის შესახებ, რომ კოვიდსტატისტიკას აყალბებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend