მთავარიევროპაუკრაინაჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში

ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში

ასობით ადამიანი ქალაქ ხერსონს ტოვებს, გაეროში კი იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ბედი აღელვებთ, რომლებსაც ცივი ზამთრის მიუხედავად, ქალაქში დარჩენა აქვთ გადაწყვეტილი. რუსული იერიშების შედეგად მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ელექტროენერგია.

გაეროს სპიკერის სტეფან დუჟარიკის  თქმით, ვითარება ჯერ კიდევ კრიტიკულია.  მიუხედავად იმისა, რომ წყლისა და ელექტროსისტემების შეკეთება დაიწყო, ქალაქში ცხოვრება მაინც გაუსაძლისია იქ დარჩენილი ადამიანებისთვის. მოქალაქეები ისევ ტოვებენ ქალაქს და გარბიან, ასე ხდებოდა მაშინაც,  როდესაც რუსეთი პირველად შეიჭრა  უკრაინაში.

როგორც უკრაინის ეროვნული ბირთვული ენერგიის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, შესაძლოა,  რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური დატოვონ. თუმცა რუსეთი უარყოფს სამხრეთ უკრაინიდან უკან დახევის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

ამავდროულად, კიევის მცხოვრებლებს ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 4 საათით მიეწოდებათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში მოაწყო გათბობის ცენტრები, სადაც ცხელი საკვების მიღება და ტელეფონების დატენვაა შესაძლებელი.

ქალაქ ბახმუტშიც, სადაც მოქალაქეები გათბობის, საწვავისა და წყლის გარეშე არიან დარჩენილი,  შეშის ღუმლებს არიგებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend