მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო ტემზის ნაპირებზე ნივთების ძებნის ნებართვება აღარ გაიცემა

ტემზის ნაპირებზე ნივთების ძებნის ნებართვება აღარ გაიცემა

ლონდონის პორტის ხელმძღვანელობამ შეაჩერა მდინარე ტემზის ნაპირებზე ნივთების ძებნის ნებართვის გაცემა. როგორც ცნობილია, მდინარის ნაპირზე არაერთი ისტორიული ნივთი აღმოაჩინეს.

ნაპოვნი განძის ნაწილი ლონდონის მუზეუმში მიჰქონდათ ან თვითონ მპოვნელი იტოვებდა. თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, ამ საქმიანობით უკვე ძალიან ბევრი ადამიანია გატაცებული.

ლონდონის პორტის წარმომადგენელი ჯეიმს ტრიმერი ამბობს, რომ ოთხი-ხუთი წლის წინ ორას ასეთ ნებართვას გასცემდნენ. ახლა ეს რაოდენობა  5000 შეადგენს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ისინი იცავენ სანაპიროს, თავიანთი ქვეყნის ისტორიასა და არქეოლოგიას.

საუკუნეების წინ ლონდონელები ნივთებს ეძებდნენ, რომ შემდეგ გაეყიდათ. ახლა კი ეს განძის მოპოვების სურვილს უფრო ჰგავს. მიშელ რონბაკს სპეციალურად ამისთვის კანადიდან ლონდონში ჩამოსვლა სურდა. მას აინტერესებდა, საიდან იყვნენ მისი წინაპრები, როგორ ცხოვრობდნენ და როგორ ნივთებს იყენებდნენ ისინი.

მიშელს იმედი ჰქონდა, რომ ლონდონში ჩაფრინდებოდა და მდინარე ტემზის პირას ტალახში ნივთების ძებნას დაიწყებდა, თუმცა ახლა ნებართვის არქონის გამო ის ვეღარ შეძლებს თავისი სურვილის აღსრულებას.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:16
Send this to a friend