კლიმატის ცვლილება რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა კვლევა, რომელსაც უწოდა – „კლიმატის ცვლილება და ადამიანის უფლებები“.
კვლევაში იმაზეა საუბარი, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები, გარემოს შეცვლილი პირობები და სხვა უარყოფითი შედეგები უშუალოდ უქმნის საფრთხეს ადამიანის ისეთ ძირითად უფლებებს, როგორებიცაა: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ღირსეულად ცხოვრების, განვითარების, განათლების უფლებები და სხვა.
კვლევის ავტორი, “საიას” გარემოსდაცვითი სამართლის სპეციალისტი, ანა ბერიძე საუბრობს „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში