მთავარიაზიაჩინეთიჩინეთში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ჩინეთში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ჩინეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მომიტინგეებს დაუმორჩილებლობის ნიშნად თეთრი ფურცლები ეჭირათ ხელში. ისინი კორონავირუსის გამო დაწესებულ მკაცრ ზომებს აპროტესტებენ. აქციის მესამე დღეს მომიტინგეთა ნაწილი კომუნისტურ პარტიასა და მის ხელმძღვანელს სი ძინპინს აკრიტიკებდა.

მოსახლეობის მოთხოვნაა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და გაუქმდეს არასამართლიანი რეგულაციები.

შანხაიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასობით მომიტინგე პოლიციას დაუპირისპირდა. მომიტინგეები გამოვიდნენ ვუჰანისა და ჩენდუს ქუჩებშიც.

ჩინეთში გასული დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. კვირას 40 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც ახალი შეზღუდვების დაწესება მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend