მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის დამარცხება გააპროტესტეს

ბრიუსელში მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის დამარცხება გააპროტესტეს

მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგია მაროკოსთან 2-0 დამარცხდა, რამაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში არეულობა გამოიწვია. ქუჩაში 150-მდე ადამიანი გამოვიდა. მათ ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, დააზიანეს ტექნიკა და მანქანები.

პოლიციამ ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარალელურად მაროკოელი ემიგრანტები მაროკოს გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

“ეს ბავშვები გიჟებივით იქცევიან. სულ რაღაც 14-15 წლის არიან და ყველაფერს ამსხვრევენ. მე აქ ბიზნესი მაქვს. მათ ყველაფერი გაანადგურეს… ყველა სკუტერი… ყველაფერი!”, – წუხს ბრიუსელის მაცხოვრებელი.

“ეს არ არის სამართლიანი თამაში. ეს უბრალოდ ფეხბურთია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მხიარული განწყობა შევინარჩუნოთ. არ მესმის ამ ძალადობისა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს გულდასაწყვეტია. ჩვენი ახალგაზრდებით იმედგაცრუებული ვარ”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

სამართალდამცავებმა ბელგიის დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს, რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხდა მეტროსა და ტრამვაის მუშაობა. ნაკრების წაგებას არეულობა მოჰყვა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ანტვერპენსა და ლიეჟში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend