უკრაინაში ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდების აღსადგენად დაუღალავად მუშაობენ. ელექტროენერგიის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ყინვების ფონზე ისინი ელექტროენერგიის 80 პროცენტს აწვდიან მოსახლეობას.
პარალელურად რუსული ძალები კვლავ უტევენ აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს. თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები ერთიანობას ინარჩუნებენ და ამით აჩვენებენ თავიანთ ძალას. მას სჯერა, რომ ისინი ერთმანეთის დახმარებით გაუმკლავდებიან ომის ამ გამოწვევასაც და ზამთარსაც, რომელსაც რუსეთი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა. ალექსანდრ დე კროს აჩვენეს ყველაზე დიდი საერთო სამარხი, სადაც 450-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს.
პრემიერ-მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
ახლა მათი ერთადერთი მიზანია, დაეხმარონ უკრაინას გათავისუფლებაში.
ბოროდიანკაში ათასზე მეტი შენობა განადგურდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსახლეობის 80 პროცენტი მაინც დაბრუნდა ქალაქში.