მთავარიევროპაუკრაინარუსული ძალები ხერსონის რეგიონის დაბომბვას აგრძელებენ

რუსული ძალები ხერსონის რეგიონის დაბომბვას აგრძელებენ

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ხუთშაბათს ქალაქ ხერსონზე მიტანილ სარაკეტო იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაიჭრა. გუბერნატორი იაროსლავ იანუშევიჩი აცხადებს, რომ დამომბვა დაახლოებით 17:00 დაიწყო და რაკეტები საბავშვო მოედანსა და რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველ ერთ საათში იღებს ინფორმაციას ოკუპანტების მიერ ხერსონისა და რეგიონში არსებული სხვა დასახლებების დაბომბვის შესახებ. პრეზიდენტის აზრით, ეს დამარცხებულის სამაგიეროა, რადგან რუსებმა ბრძოლა არ იციან და ერთადერთი, რაც გამოსდით, ტერორია, იქნება  ეს საარტილერიო და სარაკეტო თუ ენერგოტერორი. მისი  თქმით, რუსეთი თავისი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში საბოლოოდ გადაგვარდა.

კიევთან ახლოს, ვიშჰოროდში, 23 ნოემბერს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი და სკოლა განადგურდა.

ცენტრალური კიევის ქუჩებიც სიბნელემ მოიცვა. ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქის 60 პროცენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ბოლო დროს გახშირებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოქსელი სერიოზულად დაზიანდა.

ნასას მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, როგორი ჩაბნელებულია უკრაინა 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო.

კრამატორსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, იმისთვის, რომ დაჭრილებსა და ავადმყოფებს შესაბამისად უმკურნალონ,  გენერატორებია ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend