მთავარისაქართველომარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

„თანხმობა გადამწყვეტია“ – ამ გზავნილით დღეს, 25 ნოემბერს ქალთა მოძრაობისა და სხვა სოლიდარული ჯგუფების წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის ქმედება გაუპატიურება და ძალადობაა.

მათივე განცხადებით, ეს საერთაშორისო კონვენციების, ასევე სასამართლოების მიერ არის აღიარებული, თუმცა არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლები თქმით, ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს, მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ისინი მოითხოვენ, კანონში შეიცვალოს გაუპატიურების განმარტება.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა – საქართველოში ქალთა მოძრაობა ამ დღეს რამდენიმე წელია აღნიშნავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend