მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონმა შოტლანდიას რეფერენდუმის ჩატარების უფლება არ მისცა

ლონდონმა შოტლანდიას რეფერენდუმის ჩატარების უფლება არ მისცა

შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეები პირობას დებენ, რომ არ დანებდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა არ გაიზიარეს მათი მოთხოვნა, რომ ლონდონის თანხმობის გარეშე ჩატარებულიყო ახალი რეფერენდუმი. შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი აცხადებს, რომ შოტლანდიის ეროვნული პარტია დიდი ბრიტანეთის 2025 წლის არჩევნებს დეფაქტო რეფერენდუმად გამოიყენებს.

მისი თქმით, გარკვეულ ძალებს ვესტმინსტერში ჰგონიათ, რომ რეფერენდუმის ჩატარებას შეაფერხებენ. თუმცა, როგორ შოტლანდიის პირველი მინისტრი აღნიშნავს, ვერცერთი ძალა, ვერც ვესტმინსტერში და ვერც მის გარეთ, ვერ შეძლებს შოტლანდიელი ხალხის გაჩუმებას.

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილება შოტლანდიის დამოუკიდებლობას არ შეეხებოდა. ისინი განიხილავდნენ, რამდენად  აქვს შოტლანდიის პარლამენტს ვესტმინსტერის ნებართვის გარეშე რეფერენდუმის ჩატარების უფლება.

ეს არ იყო ის პასუხი, რომლის მოსმენაც დამოუკიდებლობის მხარდამჭერებს სურდათ. თუმცა  ისინი იმედს არ კარგავენ.  შოტლანდიაში ბოლოს გამართული არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში დამოუკიდებლობის მომხრე კანონმდებლები დაბრუნდნენ. ახალი წლის პერიოდში  გაიმართება შოტლანდიის ეროვნული პარტიის კონფერენცია, რომლის წევრები არ დაიშურებენ ძალისხმევას, რომ  შოტლანდიის დამოუკიდებლობას მიაღწიონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend