აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ქალაქ ჩესაპიკში, „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში მომხდარი სროლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. შენობიდან დაშავებულების გამოყვანას პოლიცია 30-40 წუთის განმავლობაში ცდილობდა.
მედიის ცნობით, თავდასხმაში სავარაუდო ბრალდებული სუპერმარკეტის მენეჯერია, რომელმაც სროლის შემდეგ თავი მოიკლა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.
„ვოლმარტის“ სუპერმარკეტის დაცვის სამსახურმა მომენტალურად მოახდინა რეაგირება ამ თავდასხმაზე და მათთვის შესაძლო ღონისძიებებს მიმართა. თუმცა, შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მალე მოვიდა. პოლიციელებმა დაუყოვნებლივ იმოქმედეს, რის შედეგადაც მსხვერპლის რაოდენობის შემცირება შევძელით. დაღუპულთა შორის, შემიძლია ვთქვა, რომ დამნაშავეც არის. მან თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მიხვდა, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი აღარ ექნებოდა. ახლა დამატებით მოკვლევას ვაწარმოებთ”, – განაცხადა პოლიციის ადგილობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლეო კოსინსკიმ.