მთავარიაზიაირანიUN: ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს

UN: ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას.  ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დაგმეს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის გაფართოების გეგმა.

თეირანში განაცხადეს, რომ ქვეყანამ ურანის 60%-ით გამდიდრების პროცესი დაიწყო ფორდოს ბირთვულ ობიექტზე. ურანის 60%-ით გამდიდრების პროცესი მიმდინარეობს ნეთენზის ატომურ ობიექტზეც. რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი ამ ორ ობიექტზე ბირთვული იარაღისთვის საჭირო ურანის თითქმის 90%-იან გამდიდრებას უახლოვდება.  დასავლეთში აცხადებენ, რომ ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის გამართლება შეუძლებელია.

გავრცელებული ინფორმაცია აქარწყლებს ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის იმედს. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ ირანი შეთანხმებით გათვალისწინებულ ზედა ზღვარს ასცდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend