მთავარიგადაცემებიSmart Regionsორი ქალაქი - გორიცია და ნოვა-გორიცა - ევროკავშირში თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი

ორი ქალაქი – გორიცია და ნოვა-გორიცა – ევროკავშირში თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი

ახალი  ველობილიკი, რომელიც საფეხმავლო ბილიკიცაა, ევროპული პროექტის  „იზონცო-სოჩის საზღვრისპირა პარკის“ ნაწილია. ეს პროექტი  იტალიურ ქალაქ გორიციას სლოვენიის ორ ქალაქთან ნოვა-გორიცასა  და შემპეტერ-ვრტოიბასთან აკავშირებს.

სამივე ქალაქი  ერთ აგლომერაციას წარმოადგენს, რომელშიც ორი ქვეყნის ენა და კულტურა ერწყმის ერთმანეთს.

პეტერ საბო ამ ველობილიკს დღეში სამჯერ გადის. აღნიშნული პროექტის მიზანია იმ  ქალაქთან კავშირისა და მიმოსვლის ხელშეწყობა, რომელსაც საზღვარი ორად ყოფს და რომელიც 2004 წელს ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი სიმბოლოც კი იყო… მისი გაყოფიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.

„როდესაც 1945-47 წლებში საზღვარი ჩაიკეტა, შეუძლებელი იყო ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა,“ – ამბობს პეტერი. „1947 წლის შემდეგაც არ გახსნილა რკინის ფარდა. ამ პროექტის უპირატესობა ის არის, რომ არსებული ველობილიკების მცირე სეგმენტებსაც  კი აკავშირებს ერთიან ქსელში, რვა ველობილიკს, რომლებიც სლოვენიიდან იტალიაში მიდის. ასე რომ, არავითარი საზღვარი აღარ არის, რადგან ერთდროულად აქეთაც ხარ და იქითაც, ეს კი ველოსიპედით გაცილებით მოსახერხებელია“.

ევროპის საზღვრისპირა ქალაქები

ამ საზღვრისპირა ქალაქის პარკის მთლიანი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა, რომლის 85 პროცენტსაც ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკა აფინანსებს. დარჩენილ 15 პროცენტს იტალია და სლოვენია იხდიან.

ამ პროექტის კიდევრ ერთი მთავარი კომპონენეტია საფეხმავლო ხიდი, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

„იზონცო-სოჩის პარკის“ პროექტის კოორდინატორის  თომაჟ კონრადის  თქმით,  ეს პროექტი მიზნად ისახავს, რომ მდინარე მოსახლეობას დაუბრუნოს. ამ მდინარეს იტალიაში იზონცოს უწოდებენ, სლოვენიაში – სოჩას.

„მთავარი გმირი მდინარე იზონცო-სოჩაა,“ – ამბობს თომაჟ კონრადი.  „ის ორ ქვეყანასა და სამ თემს კი არ ყოფს ერთმანეთისგან, არამედ მისი მთავარი ღირსება ხალხია.  ახლა გვაქვს  ეს ხიდი, რომელიც ევროპის ახალი მიმართულების – აქტიური მოძრაობის – სიმბოლოა“.

მდინარე იზონცო-სოჩის ორივე ნაპირზე ვენახებია გაშენებული. „ფიგლის“ (Fiegl) მამული წელიწადში 130 000 ბოთლს ღვინოს ასხამს. ამ პროექტის კიდევ ერთი მიმართულება ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა ამ საზღვრისპირა რეგიონში. ამ ინიციატივაში მეღვინეებიც არიან ჩართული.

„ოსლავიაში, ველობლიკის გარდა, ჩვენ  მწარმოებლებმა შევქმენით ახალი მარშრუტი, რომელზეც ხალხს შეუძლია ისეირნოს და სხვადასხვა ხედით დატკბეს,“ – განმარტავს  მეღვინე მარტინ ფიგლი, რომელიც მეღვინეობა FIEGL VINI -ის ხელმძღვანელიცაა.

ევროპაში ახალი კავშირი ყალიბდება: ქალაქები ნოვა-გორიცა და გორიცია გერმანულ ქალაქ კემნიცთან  ერთად 2025 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქების სტატუსს მიიღებენ.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend