მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელები რუსი ჯარისკაცების ცხედრებს სამშობლოს უბრუნებენ

უკრაინელები რუსი ჯარისკაცების ცხედრებს სამშობლოს უბრუნებენ

სამაგიეროდ კი ელიან, რომ რუსები უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემას დათანხმდებიან.

ხარკივში უკრაინელები რუსი ჯარისკაცების ცხედრებს აგროვებენ იმისათვის, რომ სამშობლოს დაუბრუნონ. ამ პროცესში ათობით ადამიანია ჩართული, მათ შორის არიან უკრაინელი ჯარისკაცებიც.

ისინი ცხედრებს რუსეთში გასაგზავნად ამზადებენ. სანაცვლოდ უკრაინელი ჯარისკაცების სამშობლოში გადმოსვენებას ელიან.

ხარკივის ერთ-ერთ ქუჩაზე, ვაგონში 33 ცხედარია.

უკრაინელები ამბობენ, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინელი გმირების სამშობლოში, სახლში ოჯახის წევრებთან დაბრუნება.

„ ჩვენი გარდაცვლილები სამხედროები მაინც სახლში დაბრუნებიდან. ოჯახებში, სადაც იპოვიან უკანასკნელ თავშესაფარს და განისვენებენ. ცხედრებს ჩავუტანთ უკრაინელ დედებს, რათა შვილების საფლავები ჰქონდეთ და იცოდნენ სად არიან დაკრძალულნი მათი გმირი შვილები“, – ამბობს ანატონ ივანკოვი, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ჯგუფის ოფიცერი.

ცხედრებით დატვირთულ საწყობში უკრაინის ერთ-ერთი ოფიცერი ალექსანდრ ლუცენკო მუშაობს. ის საუბრობს ცხედრების გაცვლის მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რამდენს ნიშნავს თითოეული უკრაინელი ჯარისკაცისთვის მისი თანამოქალაქის ქვეყანაში დაბრუნება.

„ეს ცხედრები დეოკუპირებული ტერიტორიებიდან შევაგროვეთ. რუსი ჯარისკაცები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ჩვენ ხარკივის ირგვლივ ვიკრიბებოდით და აქტიური შეტევითი ოპერაციები დავიწყეთ. ვისაც გაქცევა შეეძლო გაიქცა, თუმცა ამათმა ვერ მოასწრეს. მიხარია, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებს დავიბრუნებთ. ამას ამიტომ ვაკეთებთ“, – ამბობს ალექსანდრ ლუცენკო, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ჯგუფის ოფიცერი

უკრაინელი დედები კი ამ პროცესის დასრულებას ელიან, რადგან თავიანთი შვილების ცხედრები მიწას მიაბარონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend