მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ხელისუფლებამ ხერსონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

უკრაინის ხელისუფლებამ ხერსონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ხერსონში მცხოვრები ადამიანები თავის გატანას ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის სიმცირის ფონზე ცდილობენ.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით ოკუპანტებმა ქალაქის ენერგო ინფრასტრუქტურა ან გაანადგურეს ან დანაღმეს.

„მტერმა მთელი ენერგოსისტემა დანაღმა, სისტემის დიდი ნაწილი განადგურებულია, მცირე ნაწილი კი გადარჩა მაგრამ გამოუყენებელია. სახელმწიფოს ენერგოსისტემის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები ერთად ცდილობენ ადგილობრივ გამოწვევებთან გამკლავებას, ქალაქ ხერსონში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ისევე, როგორც თავად ხერსონის რეგიონში“, – განაცხადა ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა იაროსლავ იანუშევიჩმა.

უკრაინის ხელისუფლებამ კი ხერსონის რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, ევაკუაციის დაწყების მიზეზი ქალაქსა და რეგიონში არსებული გაუსაძლისი პირობები და მომავალი ზამთარია.

“საქმე ტერორისტებთან გვაქვს, მათთვის ხომ წმინდა არაფერია, ქალაქს ესვრიან? ესვრიან და ისვრიან კიდევაც უკვე. ყოველდღე. მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, ბევრი დაჭრილია, გააგრძელებენ ჩვენზე თავდასხმას? დარწმუნებული ვარ რომ კი“, – ირწმუნება ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური იაროსლავ  იანუშევიჩი.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ასევე ამბობს, რომ რეგიონიდან ევაკუაცია დაგეგმილი არ იყო და გადაწყვეტილება ვითარების გაუარესების ფონზე მიიღეს.

„ევაკუაცია დაგეგმილი არ გახლდათ. მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია გახდა“, – თქვა იაროსლავ იანუშევიჩმა.

უკრაინის ვიცე – პრემიერმა, ირინა ვერსშჩუკმა განაცხადა, რომ კიევი ევაკუაციისას მოსახლეობას თავშესაფრით, ტრანსპორტითა და საკვებით უზრუნველყოფს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend