ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბავშვები სულ უფრო პატარა ასაკიდან იწყებენ მობილური ტელეფონებით თუ სხვა მოწყობილობებით დაინტერესებას. ინტერნეტში თამაშების მრავალფეროვანი არჩევანია, რაც ბავშვების ყურადღებას იქცევს.
თამაშთან ერთად ბავშვებმა დრო რომ სასარგებლოდ გამოიყენონ, ქართულმა კომპანია „ფაუნდერმა“ ათამდე საგანმანათლებლო აპლიკაცია შექმნა, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.
„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში „ფაუნდერის” თანადამფუძნებელი ლევან ხოლუაშვილი და პროექტების მენეჯერი ნუკრი ჟვანია საუბრობენ