მთავარიმსოფლიოირანის საფეხბურთო ნაკრებმა პროტესტის ნიშნად ეროვნული ჰიმნი არ შეასრულა

ირანის საფეხბურთო ნაკრებმა პროტესტის ნიშნად ეროვნული ჰიმნი არ შეასრულა

მკაცრი გამომეტყველება და დუმილი ეროვნული ჰიმნის მოსმენის დროს – ასე დაიწყო ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაში ინგლისთან. ფეხბურთელთა მდუმარე პროტესტი მიმართული იყო ირანში მიმდინარე სასტიკი რეპრესიების წინააღმდეგ, რომლებიც ახალგაზრდა ქურთი ქალის, მაჰსა ამინის, გარდაცვალებას მოჰყვა.  მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად გამოყენებისთვის დააკავა. ირანელმა გულშემატკივრებმა რეჟიმთან დაკავშირებით თავიანთი უკმაყოფილება სტადიონის შესასვლელშიც გამოხატეს.

ერთ-ერთი ირანელი გულშემატკივარი აქ იმისთვის მოვიდა, რომ ყველას გააგონოს იმ ირანელთა ხმა, რომელთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რამეა: ქალი, სიცოცხლე და თავისუფლება.

თავიდან თუ თეოკრატიული რეჟიმის მოწინააღმდეგეები ფიფას სთხოვდნენ, ირანის ნაკრებისთვის არ მიეცათ ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობა, ახლა, პირიქით, ისინი მსოფლიო ჩემპიონატს იმისთვის იყენებენ, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს იმ სისასტიკის შესახებ, რომელიც ირანში ხდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend