თბილისში მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი გაიმართა. DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.
ფესტივალს ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი სტუმრობდა. მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპები და დისკუსიები 5 მთავარ თემას ეხებოდა.
რა საკითხები განიხილეს DataFest Tbilisi-ის ფარგლებში და რა იყო ღონისძიების მიზანი – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორმა, ალექსანდრა შალიბაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა, ლილი დოფიძემ ისაუბრეს